“კოტე ჩემი ნაწილი იყო… მარადიულია და-ძმობა არ წყდება, არ მთავრდება“

ირმა ინაშვილი გარდაცვლილი სოცილურ ქსელში წერს:

,,კოტე ჩემი ნაწილი იყო და ამქვეყნური ცხოვრების ბოლომდე… და მერეც ასე დარჩება. სადაც მე ვიქნები, ისიც იქნება! როგორც მე ვიქნები, კოტეც ისე იქნება! მარადიულია სიცოცხლე და მარადიულია და-ძმობა. არ წყდება. არ მთავრდება.

ჭკუას არავის ვასწავლი. დარწმუნებული ვარ, ყველა ზუსტად ასე ცხოვრობთ… უბრალოდ, ჩემს განცდას გიზიარებთ: გაუფრთხილდით თქვენს დებს და ძმებს. თვალებში შესციცინეთ. ამოიკითხეთ მათი ყოველი სიხარული და სევდა. მოეფერეთ. მოესიყვარულეთ. თუ სადღაც ბზარი გაჩნდა, გაამთლიანეთ, შეავსეთ. თუ გაუჭირდათ, ფეხზე წამოდგომაში დაეხმარეთ. ჭირიც და ლხინიც ერთი გქონდეთ.
ბედნიერი ვარ, რომ მე და კოტეს ერთმანეთისთვის გული არასდროს გვიტკენია. პირიქით… ტკბილად ვიცხოვრეთ. ისე არ გათენებულა და დაღამებულა, ერთმანეთი არ დაგველოცოს.

40 დღე გავიდა, რაც კოტე წავიდა. ყველაზე უცნაური 40 დღე ჩემს ცხოვრებაში…

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მაინც და მაინც ასეთი ძმა მაჩუქა და სწორედ ღმერთს ვავედრებ მის სულს. არც აქ დაუტოვებია და ვიცი, არც იქ დატოვებს.”

ასევე იხილეთ