“ვინც სააკაშვილზე ხუმრობას გაბედავდა ფეისბუქ ჟანდარმერია თავს ესხმოდა და იგივე ხალხმა მკვდარი ლამის საფლავიდან ამოთხარა”

მომღერალი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება კრიტიკას, რომელიც მან რეზო ამაშუკელის გარდაცვალების შემდეგ გამოთქმულ განცხადებებზე მიიღო.

“ორი კვირის უკან, ვინც მესამე პრეზიდენტზე ხუმრობას გაბედავდა, ფეისბუქ ჟანდარმერია დაგეშილი ესხმოდა თავს ჰუმანიზმის მოტივით, ,,ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას და რეებს წერო” იგივე ხალხმა დღეს მკვდარი ლამის საფლავიდან ამოთხარა, იმიტომ რომ ღვარძლიანი კაცი იყო და სიძულვილს ავრცელებდაო.

როგორი მოგონილებიც ხართ თავიდან ფეხებამდე, ზუსტად ისეთივე მოგონილია თქვენი ფასეულობები,

მერე თქვენივე ისტერიკის პირისპირ მარტო რჩებით და უმწეობისგან გული გიღონდებათ, როცა აღმოაჩენთ რომ არც ისეთი ძლიერები ყოფილხართ, როგორც გაჯერებდნენ.

გაჯერებდნენ რადგან შენგან არა ღირსეული მოქალაქე, არამედ პარტიული მონსტრი, ე.წ. საზარბაზნე ხორცი მიეღოთ. რომელსაც ეგოზე მოფერებით, მეხსიერებას წაუშლიან და მათთვის სასარგებლო პარტიულ რუპორად აქცევენ.

მიიღეს კიდევაც ე.წ. ნუგეშდაკარგული და ნიჰილიზმში გადავარდნილი ბაბლი , რომელსაც ყველაფერი წაართვეს და ერთადერთი იარაღი დაუტოვეს, ფეისბუქ ემოჯებით ბრძოლა.. ხილულ და უხილავ მტრებთან.

გარკვეული კატეგორია კომიკურობის იმ ზღვარზეც მივიდა. ,,მაშინებენ” – შენს მუსიკას აღარ მოვუსმენთო.

ეს ძირითადად ის ხალხია, ვინც პირველ წიგნში გამბედაობას და პროვოკაციას მიწონებდა, მაგრამ ახლა ჩემში ვეღარ ხედავს იმავეს, რადგან მათი თვალთახედვის არეალს მოვწყდი, იმ დღის წესრიგს გამოვეთიშე, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია.
მაგალითად, როცა პარლამენტის წინ ,,ნარკოპოლიტკას” ვაპროტესტებ , ან პროპორციულ არჩევნებს ვითხოვ, მაშინ ჩემი ნიჭი აშკარაა.

საკმარისია ჰესის აშენების წინააღმდეგ პოზიცია დავაფიქსირო, ჩემი უნიჭობა ცხადი ხდება.
რთული საყურებელია, ბულინგის შიშით ჩაგუბებული პირები. ვაიდა ბაბლიდან ვინმემ არ მოგკვეთოთ და მარტო არ დარჩეთ. მესმის რომ რთულია ტუსოვკის დაკარგვის შიში, მაგრამ ხალხი უფრო დიდ რამეებსაც კარგავს, მაგის გარეშე ცხოვრებაში არაფერი გამოდის”, – წერს დეისაძე.

ასევე იხილეთ