“კაცი ჯერ არ გაციებულიყო და მისგან ყველაზე უარესის აღება მოვასწარით”

ცნობილი ტელეწამყვანი დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“უცნაურია: როგორც ამბობენ, კაცი ჯერ არ გაციებულიყო და მისგან ყველაზე უარესის აღება მოვასწარით. ყველაზე ცუდის, რაც ჰქონდა და რაც ყველაზე მეტად არ მოგვწონდა მასში: სიძულვილი, ბოღმა და გესლი.

გამოდის, გაუმარჯვია. ან, უფრო პოეტურად რომ ვთქვათ, არც მომკვდარა მგოსანი.
მე მაინც მგონია, რომ ადამიანისთვის ლექსის წერა ვერ იქნება ინდულგენცია.
ისევე როგორც კანონიერ ქურდს ვერ გააპატიოსნებს აშენებული ეკლესია.
ისე კი, ჩემი აზრით, ლიტერატურას აქვს ძალა, რომ ტექსტს ავტორიგან დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება მისცეს. შეიძლება არ მომწონდეს ჰემინგუეი, მაგრამ სიამოვნებით ვკითხულობდე მის რომანს („პარდონ” არაზუსტი შედარების გამო).
ჩავისუნთქოთ, ნუ ავღელდებით. ჟანრის კანონია: პოეტების ქვეყანაში პოეტები ტოვებენ ხოლმე წუთისოფელს. კარგი პოეტები, ცუდი პოეტები, საშუალო დონის პოეტები.
ახლა იმაზე უფრო მეფიქრება, საშუალო დონის პოეტობას ცუდი პოეტობა ხომ არ ჯობია?!”
ასევე იხილეთ