“ნეტა უფრო ადრე შეგხვედროდი, ნეტა ერთად დავბერებულიყავით… მეც დამჭრეს, მეც მომკლეს, ალიკა“

საფრანგეთში ქართველი, 25 წლის ალიკა გოგუა მოკლეს, შემთხვევა 7 იანვარს მარსელში მოხდა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ ალიკა გოგუას სასიკვდილო ჭრილობა მუცელში მიაყენა. ტასო კვარაცხელია სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს.

“ჩემო სიყვარულო, ძალიან მიყვარხარ, უსაზღვროდ მიყვარხარ, ვიცი რომ შენ უფრო გიყვარვარ სულ იმას მეუბნებოდი შენ არ იცი კიდე როგორ მიყვარხარო, ვიცი! იცი მე ახლა ძალიან ცუდად ვარ, ამდენი ხანი უშენოდ არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მენატრები, პატარა ბავშვივით ვარ შენზე მიჯაჭვული, ძალიან მიყვარხარ, შენ არ გენატრები? როგორ მინდა სიზმარი იყოს ყველაფერი, წარსულში დაბრუნება შემეძლოს ნეტა, ღმერთოო ძალიან ცუდად ვარ, ძალიან მტკივა გული. ალიკა, ჩემო სიყვარულო, ჩქიმ ცხოვრება. ჩემი ცხოვრების აზრი. რამდენი ვემუდარე ღმერთს რამდენი და მაინც წამართვა შენი თავი, რა დავუშავე, რა დავაშავე რომ ასე გამწირა. მე არ მჯერა, მგონია სადღაც წახვედი და მალე დაბრუნდები სახლში. მე შენთან მინდა ძალიან, მე უშენოდ ვერ ვჭამ, ვერ ვიძინებ, ვერ ვარსებობ ხომ იცი, მოდი ჩემთან გემუდარები მოდიი დამესიზმრე, მომელანდე. ოუუუ ალიკაა, მინდა გული გამისკდეს, შენთან მინდა მე. ოუუუ ალიკააა ჩემო სიყვარულოო, მოდი ჩემთან და ჩამეხუტე გეხვეწებიი თორემ მე ვერ გავუძლებ. მე არ ვიცი რა ვქნა რა გავაკეთო აწი უშენოდ. ოუუ ალიკაა ძალიან მიყვარხარ, არ შემიძლია უშენოდ. ვწყევლი იმ დღეს როცა აქ ჩამოვედით!

არაფერი არ მინდაა, შენს გარდა არაფერი არ მინდა. მეჩხუბე, გამიბრაზდი, ყავის სმას დავიწყებ, მაიონეზსაც შევიყვარებ, არაფერს დავაშავებ ოღონდ მოდიი ჩემთან, კარები შემოაღე და ჩამეხუტეე გეხვეწები ალიკააა. ღმერთმა როგორ გამაუბედურა როგორ გამამწარა არც შვილი მოგვცა, შენი თავიც წამართვა, მეტი რა უნდა გააკეთოს კიდე რით უნდა გამამწაროს ცხოვრებამ, რატომ დავიბადე! ახლა რატომ ვსუნთქავ! რატომ დამტოვე! რატომ მე არ მოვკვდი! რატომ მე არ მომკლეს! გეკითხებიი ღმერთოო და მიპასუხეეე, მიპასუხეე სანამ ჩემს სულში სიძულვილმა არ დაისადგურა!

მე მძულს სიცოცხლე შენს გარეშე! მე მძულს მომავალი შენს გარეშე! მე მძულს ყოველი ლუკმა საჭმელი შენს გარეშე! მძულს უშენოდ გათენებული ყოველი დილა! მე მძულს ჩემი თავი!

ძალიან მიყვარხარ, შენ ჩემი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში და მიხარია რომ შენ შეგხვდი, შენ ხარ ჩემი მეუღლე! ყოველ ღამე ვტიროდი და მძინარეს გკოცნიდი ხოლმე მეშინოდა შენი დაკარგვის მაშინ ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ვაკეთებდი მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია! უმიზეზოდ ვტიროდი და მეუბნებოდი რა იყო უმიზეზო ტირილის დრო მოვიდაო? როგორ გინდოდა შვილი გვყოლოდა, როგორ მინდოდა მეც მე არ მჯერა ღმერთო შენი არსებობის! და ახლა რა იქნება, მხოლოდ მოგონებები მხოლოდ სურათები დამრჩება შენი? არააა! არ მჯერა! ოუუუ ალიკაა, რა გავაკეთოო მითხარი, მანიშნე გემუდარები თორემ მე ვერ გავუძლებ ამ ყველაფერს. მე შენ ჩამოგიყვან საქართველოში და მერე არ ვიცი რაიქნება, რადგან მე უშენოდ ისედაც მკვდარი ვარ. ჩემს გულში ხარ და ძალიან მიყვარხარ ჩემო ცხოვრებავ” – წერს ტასო კვარაცხელია.

ასევე იხილეთ