“3 წელია, ძალადობას ვიტან მარტო იმიტომ, რომ წასასვლელი არსად მაქვს…”

საზოგადოებრივი კამპანიის “მეც შვილი ვარ” ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:

“იმედია, ანონიმურია…
გამარჯობა, მოკლედ მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია…

 ვართ მე და ჩემი ძმა. მე გათხოვილი ვარ სამი წელია. სამი წელია, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ვიტან მარტო იმიტომ, რომ წასასვლელი არსად მაქვს. რამდენჯერაც მივაკითხე დედაჩემს, აღარ მინდა იქ ყოფნა-მეთქი, იმდენჯერ უკან გამომაბუნძულეს ჩემი ბარგი-ბარხანით და მარტო იმიტომ, რომ ჩემი ძმის ქონებიდან წილი არ მოვითხოვო, ქონებიდან, რომელშიც შედის სამი სახლი, მიწის ნაკვეთი და მანქანები. ერთი ნაკვეთი მხვდება მხოლოდ მე და იმაზეც გამაფრთხილა დედაჩემმა, რომ ჯერ ჩემი ძმა აირჩევს და რაც დარჩება, ის შემხვდება მე.

ყველა ამჩნევს იმას, რომ დედაჩემი ყოველთვის გვასხვავებდა მე და ჩემს ძმას და ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო მას ხვდებოდა, დედაჩემის სიყვარულიდან დაწყებული.

იმას ვერავინ ვერ ხვდება, რომ #მეცშვილივარ”.

ასევე იხილეთ