“ჯერ ცოლის, ყოფილის, მაგრამ ცოლის, ორი შვილის, საკუთარი შვილების დედის დაკავება მოითხოვა. ახლა ზვიად გამსახურდიას გასამართლებას ითხოვს”

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“როგორც მოვისმინე სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას გასამართლებას ითხოვს – საქართველოს საზღვარი მანაც უკანონოდ გადმოკვეთა და რატომ არ გაასამართლებთო.
👉ჯერ ცოლის, ყოფილის, მაგრამ ცოლის, ორი შვილის, საკუთარი შვილების დედის დაკავება მოითხოვა.
👉ახლა ზვიად გამსახურდიას გასამართლებას ითხოვს – მე მივანიჭე გმირის წოდება და რომ არ მოეკლათ, უკანონო რეჟიმი ისევე გაასამართლებდა, როგორც მე მასამართლებთო.
📌დიახ, ამხანაგო მიშა, საქართველოს პრეზიდენტი მოკლეს! შენგან განსხვავებით ფაფები არ მიურთმევიათ მისთვის, ექიმები არ დაახვიეს თავზე, არავის მოუკითხავს (ხალხს და ახლობლებს არ ვგულისხმობ)!
📌დიახ, დისიდენტი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, დიქტატურასთან და ტირანიასთან მებრძოლი, საქართველოს პრეზიდენტი ჯერ სამშობლოდან გააქციეს, ტყვია ესროლეს და შემდეგ მოკლეს!
📌შენ, ამხანაგო მიშა, საქართველოს მოქალაქეობა სკამზე გაცვალე, ერთი დღეც არ გივლია ტყე-ტყე, არ ყოფილხარ დევნილი. ზვიადისგან განსხვავებით საქართველოდან მილიონები წაიღე, მანამდე კი საქართველოს ხარჯზე ცხოვრობდი და აცხოვრებდი ცოლ-შვილს, საყვარლებს.
📌ზვიადმა საზღვარი უკანონოდ გადმოლახაო, – ამბობ. ამ დროს ზვიადი საქართველოს მოქალაქე იყო და პუტჩის შედეგად გაძევებული. მას არც სამშობლოზე, არც მოქალაქეობაზე და არც საქართველოს პრეზიდენტობაზე უთქვამს უარი!
📌ზვიადი სამშობლოში დაბრუნდა, შენ კი რაც შემოიპარე უცხო ქვეყანაში, მას შემდეგ ამბობ “ეს ქვეყანა”, “ეს ხალხი”…
📌ზვიადი რომ არ მოეკლათ, უკანონო რეჟიმი გაასამართლებდაო, – ბრძანა მიჰამ.
📌1995 წელს გამობრწყინდი საქართველოს პოლიტიკურ ცაზე, ამხანაგო კგბ-ს ეფრეიტორო და შრომის წიგნაკი პირდაპირ საქართველოს პარლამენტში გახსენი. ამ დროს ხელისუფლებაში ის უკანონო რეჟიმი იყო, პუტჩით რომ მოვიდა ქვეყნის სათავეში. ამ უკანონო რეჟიმის იუსტიციის მინისტრი იყავი, პარლამენტში კომიტეტის “ნაჩალნიკი”, საკრებულოს თავმჯდომარე. შევარდნაძის შესახებ ორ ტომს რომ შეავსებს იმდენი “ქებათა-ქება” გაქვს წარმოთქმული და ახლა არ მოგწონს “მოქალაქეთა კავშირი”, ხომ? ახლა გახდა შენი გამზრდელი შევარდნაძე რეჟიმის “დირექტორი”? მაშ, ამ რეჟიმში რა გინდოდა? შენივე სიტყვებით თუ ვიტყვი: “უკანონო რეჟიმი, რომელმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში” – აქ რა გინდოდა კგბ-ს ეფრეიტორო?
👉”ქართველი ერი განუდგა დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, რომელმაც დაიწყო თავისი კარიერა, როგორც პოლიტიკურმა დისიდენტმა და დასრულდა, როგორც დიქტატორმა. მეორე – სამხედრო საბჭოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ იყო სახელმწიფო გადატრიალება, რადგან თვით გამსახურდია უზურპატორობდა სრულ უფლებამოსილებებს მიუხედავად კონსტიტუციით განსაზღვრულისა (გამსახურდია თავად აძლევდა საკუთარ თავს გადამეტებულ უფლებამოსილებებს, კონსტიტუციის უგუნებელყოფით). მესამე – სამხედრო საბჭოს სათავეში ჩაუდგნენ მწერალი (ჯაბა იოსელიანი) და მოქანდაკე (თენგიზ კიტოვანი)” – სააკაშვილი, 1992 წელი.”

ასევე იხილეთ