“მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი და ხალხში გამოჩენა დიდად არ უყვარს, ექიმები რომ დაინახა, სცენაზე ავიდა”

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, არაფორმალურ გარემოში, ექიმებს ბედობა სცენიდან მიულოცა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი წამყვანი და პიარის სპეციალისტი, ხატია შამუგია წერს და ვიდეოს აზიარებს.

“სანამ ნახავს და წამაშლევინებს არ შემიძლია არ მოგიყვეთ.

ორდღიანი ხვეწნის შემდეგ ძლივს დავითანხმე და საახალწლო კონცერტზე მოვედით ბაკურიანში.

დაემთხვა, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი National Center Of Surgery -ს კოლექტივი აღნიშნავდა ახალ წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი დიდად არ უყვარს და ხალხში გამოჩენა, ეს არაჩვეულებრივი ექიმები რომ დაინახა, სცენაზე ავიდა და ასე ემოციურად მიულოცა მათ ახალი წელი.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ – იყო არის და დარჩება მუდამ ექიმების ქომაგად, დამცველად და მოსიყვარულედ,”-წერს ხატია შამუგია და ვიდეოს აქვეყნებს.

„მინდა მოგილოცოთ კალანდობა და დამდეგი ბედობა, ძალიან მიხარია, რომ ექიმებს არ დაუკარგავთ ცხოვრების ის ხალისი, რომელსაც დღეს მე ვხედავ. მინდა ბედობას გისურვოთ, რომ გქონდეს მუდამ ასეთი ბედნიერი და ღიმილიანი სახეები, ისეთი განწყობა, რომ მუდამ იზეიმოთ და გქონდეთ მომავლის იმედი, მართლა ძალიან სიმბოლურია დღეს თქვენთან ერთად ამ დღესასწაულის გაზიარება და მინდა მომავალი წელი ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებთ ექიმებისთვის იყოს თავისუფალი იმ მძიმე ტვირთისგან, რომელიც ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში გადავიტანეთ…“-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ მიმართვაში.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მუშაობას 30 დეკემბრიდან შეუდგა.

ასევე იხილეთ