“სურს, გაიღვიძოს ჩემს გვერდით, დამინახოს გაჩეჩილი თმითა და ნაოჭებით…” – ვინ არის ნინუცა მაყაშვილის რჩეული?

მსახიობი და ტელეწამყვანი, ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ყოფილი ქმრის მიერ მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ისაუბრა, საზოგადოებას ახალ რჩეულზე აუწყებს:

„ხანდახან ხვდები ადამიანს და გრძნობ, რომ კომფორტულად ხარ! თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობ და მასთან სხვა ადამიანის როლის თამაში არ გჭირდება. მე ვიპოვე ადამიანი, რომელსაც არ ეშინია, აღიაროს, რომ მოვენატრე; რომელმაც იცის, რომ არ ვარ სრულყოფილი, მაგრამ ისე მექცევა, თითქოს საუკეთესო ვარ; რომელსაც ეშინია ჩემი დაკარგვის; რომელიც საკუთარ გულს მჩუქნის; რომელიც მეუბნება „მიყვარხარ“ და ეს სიმართლეა; დაბოლოს, რომელსაც სურს გაიღვიძოს ჩემ გვერდით, დამინახოს გაჩეჩილი თმითა და ნაოჭებით, მაგრამ ყველაფერი ისევ თავიდან იგრძნოს!“, – წერს ნინუცა მაყაშვილი.
ცნობისთვის, ტელეწამყვანი წლების წინ მსახიობ ბესო ზანგურზე იყო დაქორწინებული, ხოლო 3 წლის წინ კი ურთიერთობა ჰქონდა ბათუმელ სპორტსმენ ვასკა ჩხაიძესთან.

ასევე იხილეთ