ნოე სულაბერიძისთვის სტილის სიმბოლო ჯანეტ ქერდიყოშვილი და კახი კალაძე არიან

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე „იმედის დღეს“ ესტუმრა და ეკო ფანგანის მიერ დასმულ 13 შეკითხვას გასცა პასუხი. როგორც პროდიუსერმა აღნიშნა, მისთვის სტილის სიმბოლო მისივე მეუღლე, „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილია: „რა თქმა უნდა, შენი სტილის სიმბოლო ყოველსთვის ის ადამიანია, რომელიც კარგად გამოიყურება. პირველ რიგში, ეს ჩემი მეუღლეა, რა თქმა უნდა, ჯანეტი… ჯანეტ, ხომ დაგპირდი, რომ ვიტყოდი… ეკო, შენ ხარ სტილის სიმბოლო, ჩვენი გოგონები „პრაიმშოუდან“… მსოფლიო დონის სთარებზე თუ მეკითხები, ბავშვობაში ძალიან გატაცებული ვიყავი ჯულია რობერტსით. თუ სტილზე ვლაპარაკობთ, შეუძლებელია, რომ შენი ქალაქის მერი არ გაგახსენდეს, რომელიც მართლა კარგად იცვამს… შენი ქალაქის მერი შენი ქალაქის სახეა და ფანტასტიკური, როდესაც ამას აღნიშნავენ. ეწყინება, რომ არ ვახსენო ირაკლი მაქაცარია, რომელიც ძალიან კარგად იცვამს… შენც, ანრი…“

 

ასევე იხილეთ