“სააკაშვილის სეფექალებმა და სეფეკაცებმა ბესელიებად გამოგვაცხადეს”

“ადამიანები კი არა – ორმაგი სტანდარტის, კერპთაყვანისმცემელი, ვულგარული უსინდისოები არ მიყვარს და ყოველთვის ვეცდები, რომ დისკომფორტში იყვნენ,” – წერს სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

“სარალიძის საქმეზე, ევროპული საქართველოს ინიციატივით, საგამოძიებო კომისია რომ იქმნებოდა, როდესაც პარლამენტიც ლეგიტიმური იყო, თემაც ძალიან მნიშვნელოვანი და კომისიამაც საუკეთესოდ იმუშავა, სააკაშვილის სეფექალებმა და სეფეკაცებმა ბესელიებად გამოგვაცხადეს – კამპანია აწარმოეს რომ ოცნებას შევეკარით და მაგიტომ გვინდა, სარალიძის საქმეს ნათელი მოეფინოს. 

ვულგარულად უტვინო და ტუტუცი ბრალდებები ისმოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც მაშინ ასეთ ქაჯობას არ ველოდი. 
დღეს, არალეგიტიმურ პარლამენტში პოლიტპატიმარი სააკაშვილის წამების გამოძიებას ითხოვს ნაცმოძრაობა. 
მიშას სეფექალები და სეფეკაცები ტაშს უკრავენ, ან მრავალმნიშვნელოვანი დუმილით ხვდებიან. 

 

არც საკუთარ ნასროლ ბრალდებებზე იხდიან ბოდიშს – ხომ შეიძლება გაიაზრო, რომ შეგეშალა და სიტყვას რადგან ფასი აქვს, უკან წაიღო? ეს ხომ კარგი მაგალითი იქნება? 

 

აი ეს ხალხი გამიბრაზდება მერე, შენ “ადამიანები არ გიყვარსო” – მეტყვიან. 
ადამიანები კი არა – ორმაგი სტანდარტის, კერპთაყვანისმცემელი, ვულგარული უსინდისოები არ მიყვარს და ყოველთვის ვეცდები, რომ დისკომფორტში იყვნენ.

 

p.s. ახლა შემახსენეს რომ მარტო ეს კი არა, სააკაშვილი ელექტროენერგიის გაძვირების საგამოძიებო კომისიასაც ითხოვს მიტაცებულ პარლამენტში და გახარიას ეხვეწება, შემომიერთდიო,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ასევე იხილეთ