“მოხუცის შვილები მეუბნებოდნენ, დედა ასეთია და რა ვქნათო. მეფერებოდნენ, მაგრამ რომ ვერ გავუძელი, წამოვედი”

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც იტალიელი მოხუცი ქალი ქართველ მომვლელ ქალს სცემს. ის ახალგაზრდა ქალს გამეტებით ურტყამს ხელებს.
ამ ვიდეოს ფეისბუქჯგუფებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის იტალიაში მცხოვრები ქალების. როგორც წერენ, სავარაუდოდ, მოხუცი ალცჰეიმერით არის დაავადებული.
,,ევროებს რომ იღებს, ისიც გადაიღეთ”, ,,თუ არ მოგწონს, წამოდი”, ,,ამის დადება არასწორია, ასეთი ავადმყოფებს რომ მივხედოთ, ამიტომ იხდიან ფულს”, ,,სამსახურების მეტი რაა, გამოდი, სხვა ნახე და არც ერთი ქართველი არ უნდა შევიდეს იქ. იტალიელს ვერც გაუბედავს იმას, რასაც ქართველებს უბედავენ”, ,,ვააჰ, ჩემო ამაყო და ღირსეულო ქართველებო, 30 წლიანმა ბოროტმა მმართველობამ სადამდე მიიყვანა ხალხი. ჩვენ რა გვჭირდა სამაგისო, ღვთის სამართალი განსჯის ყველაფერს, ძალიან განვიცადე”, ,,მაგაზე უარესია ბებიაჩემი, მარა რას ჰქვია ხელს დამარტყამს, ამ დროს რო ვუკივლებ, ბოდიშებს მიხდის. ამგენს დავაჯაბნინებ თავს?! ნაგავი!”, ,,თქვენ ცემა არ გინახავთ, ცხვირში რომ მუშტი მოგხვდება”, ,,აბა, ჯანმრთელს რაში სჭირდება მოსამსახურე, ავადმყოფია და ვერაფერს მოსთხოვ, არ მოგწონს და დატოვე”, ,,აი, ახლა ამ ვიდეოს დადებისთვის ამ მოხუცის შვილებმა რომ გიჩივლონ, ხომ ხარ ღირსი! უარესთან ვმუშაობდი, მაგრამ ასე არ გამომიფენია. დაავადება აქვთ ასეთი და მათი ბრალი არ არის. მოხუცის შვილები მეუბნებოდნენ, დედა ასეთია და რა ვქნათო. მეფერებოდნენ, მაგრამ რომ ვერ გავუძელი, წამოვედი:, ,,ყველა ასეთი არაა, ნუ ვანერვიულებთ ჩვენებს, ისედაც ჩვენი გაჭირვება გვაქვს ოჯახებს მოწყვეტილებს, პირიქით, გავამხნევოთ ერთმანეთი, ჩემო ქართველებო, გმირო ქალბატონებო”, – წერენ კომენტარებში ემიგრანტები.
ასევე იხილეთ