კელი დეგნანმა ერეკლე მეორის ისტორიული სასახლე და ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა თელავში ერეკლე მეორის ისტორიული სასახლე და ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში დაცული უნიკალური კულტურული საგანძურები დაათვალიერა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი შეხვდა ქალაქის მერს, შოთა ნარეკლიშვილსა და გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილს. მათ ტურიზმის განვითარებაზე, COVID-19-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენასა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრეს.

ასევე იხილეთ