“შეცდომა დავუშვი, ქმარი რომ გავათამამე”

მომღერალი ნათია ქველაძე, რომელიც რადიოებისა და ტელეკომპანიების ხშირი სტუმარია, გორშია დაბადებული და გაზრდილი. სიმღერა 3 წლის ასაკში დაიწყო. მერე თავად წერდა სიმღერებს. კონსერვატორიაში მუსიკათმცოდნეობა-საკომპოზიციო ფაკულტეტი დაამთავრა. 17 წლის ასაკში  უკვე დედა იყო. ორი შვილი ჰყავს. მხოლოდ ერთხელ იყო შეყვარებული, ახლა კი მარტოხელა ქალია და ამას არ ნანობს, თუ რატომ, ის ,,სარკესთან” საუბრობს:

– შეიძლება იმ მომენტში არ გიყვარდეს არავინ და დაწერო, მაგრამ მოგონებას უნდა უკავშირდებოდეს და შემოგეწეროს სიმღერა.ამართლებს ის სიმღერა, როცა ნამდვილად შეყვარებული ხარ.

-შეყვარებული წერთ და მღერით?

– წარსულში ვიყავი, ახლა არ ვარ, მაგრამ მაინც ვწერ, ვმუშაობ. შრომა და ფუსფუსი მიყვარს.

– როგორია იმ სიყვარულის აღქმა, როცა გიყვარდათ?

– შეყვარებული როცა ვიყავი, სიცხეებიც კი მქონდა ნერვიულობისგან.ჩემი და ჩემი მომავალი ქმრის ურთიერთობა რომანტიკულად დაიწყო.დიდი სიყვარული გვქონდა, მაგრამ დამთავრდა.

– რა ამთავრებს ასეთ დიდ სიყვარულს?

– ვფიქრობ, გავათამამე და ამით დავუშვი შეცდომები.ბევრი რამ ავიღე საკუთარ თავზე – მისი პრობლემები, სხვაგვარად დავუდექი გვერდში და ვფიქრობ, ზედმეტი იყო ეს ყველაფერი.

ქალმა მაინც ქალის ხაზი უნდა წაიყვანო ოჯახში, არ უნდა იკაცო. მეუღლეს კიდეც რომ უჭირდეს, არ უნდა იკაცო, ქალად უნდა დარჩე, თორემ… არაფერს ვნანობ. რაც უნდა მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში, ისე მოხდა.მე დავამთავრე მასთან ურთიერთობა, მე გადავწყვიტე. სიმართლე გითხრათ, მინდოდა, დრო მიმეცა თავის შეცდომებზე დასაფიქრებლად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაოჯახდა. ალბათ მართალი ვიყავი, როცა ჩემი ცხოვრებიდან გავუშვი.

– მესამე პირიც ხომ არ ჩადგა თქვენ შორის?

– არა, თუმცა შეიძლება იყო და მე არ ვიცოდი…ჩვენი გაშორებიდან მალე დაოჯახდა და შეიძლება კი იყო ჩვენი დაშორება იმ მესამის ბრალი.

ასევე იხილეთ