“ურჩევნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს”

როგორც ადრე ვთქვი, გიორგი გაბუნიას ურჩევნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, – ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

კადიროვი ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაციის შეკვეთას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მისგან მიღებულ დავალებებს ყოველთვის ასრულებენ.

დღევანდელი ქართული პოლიტიკა მკვდარია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ქვეყნების მთავრობები ხალხზე ფიქრობდნენ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ.

ამჯერად თქვეს, რომ კილერი დააკავეს, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ჟურნალისტზე გეგმავდა თავდასხმას. ბატონებო, დამიჯერეთ, რომ თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს და თუ დავალების შესრულება ჩუმადაა საჭირო, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იგებს“, – დაწერა ჩეჩნეთის ლიდერმა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.

კადიროვმა გიორგი გაბუნიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაბუნია ჩეჩნეთის ლიდერის პირადი მტერი გახდება.

„გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ჭკუას მოუხმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, – აცხადებს კადიროვი.

ასევე იხილეთ