ბრიტანეთში, სილამაზის სალონებში შესაძლოა თმის გაშრობაზე უარი თქვან

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ბრიტანეთის სალონებში თმის გაშრობაზე შესაძლოა უარი თქვან. ამის შესახებ Daily Star ბრიტანეთის სილამაზის სალონ Vidal Sassoon-ის მფლობელ ტიმ ჰარტლიზე დაყრდნობით წერს.

ინდუსტრიის ექსპერტის თქმით, ვირუსს შენობებში სიცოცხლე დიდხანს შეუძლია. ჰაერის თბილი ნაკადი კი, რომელსაც თმის საშრობი ხელსაწყო გამოყოფს ბაქტერიების გავრცელების რისკს ზრდის. „რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19 უფრო სწრაფად გავრცელდება“, – აცხადებს ტიმ ჰარტლი.

სპეციალისტი ამბობს, რომ ამ ვითარებაში, სასურველია მოკლე ვარცხნილობის ტარება, იქამდე ვიდრე პანდემია არ დასრულდება. ჰარტლი ასევე ურჩებს ქალებს აირჩიონ პიპულარული ვარცხნილობა „ბობი“, რომელიც მოსახერხებელია და სექსუალური.

დიდ ბრიტანეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 233 ადამიანი ემსხვერპლა, ამის შესახებ BBC წერს.

ასევე იხილეთ