“დარწმუნებული ვარ გვარამიაც ამიტომ არის აჭრილი და შემოაგდო სცენარი”

მარინა შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ეს ანრი ოხანაშვილი ავად ხომ არ არის?? რა პასუხი გაუცია ზახაროვასათვის, იმ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და სასიცოხლოდ მნიშვნელოვან მინიშნებაზე?––სხვა პრობლემებზეც დავილაპარაკოთო და ამან? არ დავინახო ეგ პარლამენტში, წერტილი.გეოპოლიტიკაში რაღაც ხომ უნდა გესმოდეს არა?? საინტერესო მინიშნება გააკეთა ზახაროვამ რომელიც პატარა ფიგურა არ არის რუპორია ლავროვის და პუტინის. დარწმუნებული ვარ გვარამიაც ამიტომ არის აჭრილი და შემოაგდო სცენარი..პუტინმა დაუკვეთა კადიროვს და კადიროვმა ქილერს გაბუნიას მკვლელობა, ვისაც ამის გჯერათ კიდევ აღარ ვიცი რა!!! ,თან 20 ივნისის წინ, ამ დროს 3 თვე საქართველოში იყო ის ქილერი, რომელიც კადიროვს გაექცა და უკრაინაში ცხოვრობდა ,,ინგუში,, რუსეთის მოქალაქეო რომ წერთ ინგუშეთი რუსეთის ავტონომიაა და აბა ამერიკის მოქალაქე ხომ არ ეწერებოდა იმ ვიღაც ახმედას ჰა?? და 19 ივნისს რომ ელოდებოდა ლამის? ცოტა ტვინები გავანძრიოთ ვახხხ!! პ.ს. ადრეც დავწერე და გავიმეორებ,,,პუტინი რატომ არ ატარებს აფხაზეთ სამაჩაბლოში რეფერენდუმს ,,ყირიმივით ,,რუსეთთან შეერთებაზე? რატომ? ვერ ჩაატარებდა თუ მისთვის სასურველ შედეგს ვერ დადებდა?? რატომ?? იფიქრეთ ცოტა,, კიდევ ის მახსენდება ზალკანიანმა ლავროვთან შეხვედრის მერე სულ ბოდიშები რომ იხადა ,,მე არ მინდოდა,,,შვეიცარიის საელჩომ მთხოვაოო,,,ლავროვმა დიპლომატიურად დასცინა კიდეც,,10 წთ ვისაუბრეთ და მერე საქართველოს ტელევიზიებში საათობით ბოდიშს იხდიდა ზალკანიანი ჩემთან შეხვედრის გამოოომ ეხლა კი სტატია რეზონანსში::–––––რუსეთის პირველი მადლობა საქართველოს ბოლო 14 წლის განმავლობაში – მოულოდნელი მინიშნებები მოსკოვიდან

“რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად უხდის მადლობას საქართველოს ხელისუფლებას – ასეთი რამ არ მომხდარა 2006 წლის შემდეგ, როდესაც ცნობილი ჯაშუშთა სკანდალის გამო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს ერთის მხრივ, რბილი ძალის გამოყენების კლასიკური შემთხვევაა და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი დიპლომატიური მესიჯი, რომელიც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მოსკოვში მზად არიან თბილისთან საკვანძო საკითხებზე კონსულტაციის დასაწყებად. თავისი მოულოდნელი “მადლობა” კრემლმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას პირით გააჟღერა. მან თავის ტრადიციულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე საქართველოს ცალკე პუნქტი დაუთმო და ვრცლად ისაუბრა საქართველო-რუსეთის თანამშრომლობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. კერძოდ, საუბარია ნიგერიაში ჩარჩენილ რუს მესაზღვრეებზე, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაც სწორედ საქართველოს დახმარებით მოხერხდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთის პირველი მადლობა საქართველოს ბოლო 14 წლის განმავლობაში – მოულოდნელი მინიშნებები მოსკოვიდან.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომელზეც განსაკუთრებული სიხარულით ვისაუბრებ. მინდა მოგითხროთ საქართველოსთან ეფექტური თანამშრომლობის შესახებ, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქეები სახლებში დაბრუნდნენ. მადლობას ვუხდით საქართველოს სპეცრეისით რუსეთის სამი მოქალაქის – ვ. კრეიცუსის, დ. სივოხინისა და ო. ორდინის ნიგერიიდან ჩამოყვანისთვის. მათი კონტრაქტები ამოიწურა, ხოლო რუსეთსა და ნიგერიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა შეწყვეტილი იყო”, – განაცხადა ზახაროვამ. მისივე ცნობით, ქართული მხარის ჩარევის შედეგად, რუსი მეზღვაურები ნიგერიიდან სპეცრეისით საქართველოში ჩაფრინდნენ, სადაც მათ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები დახვდნენ და ზემო ლარსში რუსეთის საზღვრამდე მიაცილეს. “გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ მადლობა ვუთხრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციასა და თბილისში შვეიცარიის საელჩოს, რომლებიც ათანხმებდნენ და წყვეტდნენ იმ მრავალრიცხოვან პრობლემებს, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციასთან იყო დაკავშირებული”, – თქვა ზახაროვამ, რომლის აზრით, “მნიშნელოვანია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული რთული ურთიერთობის მიუხედავად, ასეთი ჰუმანიტარული ურთიერთქმედება შესაძლებელი გახდა”, – აღნიშნავს გამოცემა.

“დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის სწორი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც საერთო გასაჭირო გვაქვს. კარგი იქნებოდა, თუ შემდეგ შემთხვევას არ დაველოდებოდით და ამ გამოცდილებას ყოველდღიურად გამოვიყენებდით. ვიმედოვნებთ, რომ დადებითი გამოცდილება მოთხოვნადი იქნება გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგაც”, – დასძინა ბრიფინგზე მარია ზახაროვამ. საქართველოს პარლამენტში ამის საპასუხოდ ზახაროვას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შეახსენეს და განაცხადეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის რაიმე ახალი ფორმატი არ განიხილება. “ოკუპანტი ოკუპანტად რჩება და შესაბამისად, ფორმატი არსებობს ის, რაც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. სხვა ფორმატები არ განიხილება. ოკუპანტი რჩება ოკუპანტად და ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეაქციები. ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობის ფორმები განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ კონკრეტული მიზეზისა და ქვეტექსტის გარეშე ზახაროვა კომენტარს არ გააკეთებდა, თუმცა ჯერჯერობით ბოლომდე გასაგები არაა, რა მიზნები ამოძრავებს მოსკოვს”, – დასძენს გამოცემა.” – წერს შენგელია. 

ასევე იხილეთ