“კაი ახლა, ელენეს გრეჩიხიზაცია შეუძლებელია”, ასე მიგდებდნენ სიტყვას ბანზე, განგაში რომ მქონდა”

“ჩვენ ვართ ჭაობში. 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ დავჭაობდით. ეს კანონზომიერია – როდესაც უშედეგო ბოიკოტს აცხადებ, ხალხის იმედგაცრუება, დეპრესია, აპათია – გარდაუვალია.
(რომ წაეკითხა მედიას, პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას სხვა ქვეყნების გამოცდილება, ან თავისით ეხელმძღვანელა, მიხვდებოდა რომ უშედეგო ბოიკოტის გამოცხადებას, სჯობს გაჩუმდე, მაგრამ ნაკითხი ელიტის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს – “კაი ახლა, ელენეს გრეჩიხიზაცია შეუძლებელია”, ასე მიგდებდნენ სიტყვას ბანზე, განგაში რომ მქონდა.” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“ჩვენ ვართ ჭაობში.
19 აპრილის შეთანხმების შემდეგ დავჭაობდით.
ეს კანონზომიერია – როდესაც უშედეგო ბოიკოტს აცხადებ, ხალხის იმედგაცრუება, დეპრესია, აპათია – გარდაუვალია.
(რომ წაეკითხა მედიას, პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას სხვა ქვეყნების გამოცდილება, ან თავისით ეხელმძღვანელა, მიხვდებოდა რომ უშედეგო ბოიკოტის გამოცხადებას, სჯობს გაჩუმდე, მაგრამ ნაკითხი ელიტის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს – “კაი ახლა, ელენეს გრეჩიხიზაცია შეუძლებელია”, ასე მიგდებდნენ სიტყვას ბანზე, განგაში რომ მქონდა. ბოიკოტი მძიმეა, ზუსტად თუ არ ვიცით, რომ ავწევთ, არ უნდა გამოვაცხადოთ მეთქი ვამტკიცებდი და ვინც არ მლანძღავდა, ასეთი მშობლიური და ავადსახსენებელი სილაღით მამშვიდებდა).
რაც მოხდა, მოხდა.
მიუხედავად იმისა, ვინ რა დავაშავეთ, პოლიტიკის თვისება ისაა, რომ ყველა ერთად ვსხედვართ ამ მყრალ ჭაობში.
ჭაობი სიცოცხლისთვის სახიფათო სივრცეა.
ჭაობიდან ამოსვლას აქვს თავისი წესები.
1) არ უნდა იფართხალო, თორემ მეტად ჩაიძირები;
ახლა – ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი ფართხალებს, რაღაც ალიანსებს ქმნის, რომელიც პირველივე მოსახვევში იშლება, ერთ დღიანი ნიუსის შესაქმნელად და რელევანტურად დასარჩენად, აზრისგან დაცლილი ინიციატივებს აყენებს, ყოველი შემდეგი მოქმედება, წინას გამორიცხავს.
ამ ფართხალში აყოლა ჭაობში სიკვდილია.
2) მსუბუქად უნდა იარო, ზედმეტი ტვირთის გარეშე;
ალიანსი მსუბუქია მაშინ, როდესაც შიგ შემავალ სუბიექტებს ერთი ვექტორი აქვთ. თუ სხვადასხვა მხარეს ექაჩებიან – ეს უკვე ტვირთია, მიზნისკენ სვლა მძიმდება და ვიძრებით.
ანუ მხოლოდ შინაარსზე, პრინციპებზე, საერთო სტრატეგიულ და ტაქტიკურ ხედვაზე დაფუძნებულ ალიანსს აქვს აზრი.
ბალასტის აკიდება ჭაობიდან ამოსვლისას – სიკვდილია.
3) მყარზე ხელის მოჭირდება გვჭირდება.
ერთადერთი შანსი, მყარი ხელი გამოგვიწოდონ – მესიანიზმისგან სრულიად დაცლილი დემოკრატიული დღის წესრიგია.
დაგუგლეთ – კარგი ვიეტნამური წყაროები არსებობს ჭაობიდან ამოსვლაზე.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქსში”

ასევე იხილეთ