თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართველი ემიგრანტები“ ავრცელებს.

ფოთი გლოვობს, გარდაიცვალა ემიგრანტი თურქეთში ქალაქ გირესუნში/ ნონა სოსელია 15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს წლებია.. ერთი ბიჭი დარჩა თემური სოსელია .. მისი შვილის მონატრებაც თან გაიყოლა

კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ……საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა…

მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.

ჩემო ქართველებო, ვინც გვერდით დაუდექით თემურს და გაიზიარეთ ეს დიდი ტკივილი, ყველას უღრმესი მადლობა. უფალმა არ მოგივლინოთ ასეთი განსაცდელი.. ნონა გელოდება ფოთი“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ