“ასე მგონია, ჩემს მამას ვტირი…”

სამწუხაროდ, ექიმებმა პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის დღეს გარდაიცვალა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

,,ასე მგონია, ჩემს მამას ვტირი… ყველას ძმაზე და მამაზე მეტირება… მე ხომ ვიცი, ეს რა გაუსაძლისი მარადიული ტკივილია. როგორი იმედი მქონდა და როგორ მეზიზღება ეს მკვლელი ვირუსი… როგორი დაუნდობელია და როგორ არჩევს რჩეულ ხალხს. ვინ იყო ჩემთვის ბატონი თამაზი? ქართველი ვაჟკაცი! სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი… ყოველთვის სიმართლის და ხალხის მხარეს მდგომი.

ბოლოს დიდგორის ველზე ვნახე ბატონ ტარიელთან ერთად და ორივემ გულში  რომ ჩამიკრა, ბედნიერი ვიყავი. ძალიან მეტკინა, გულით ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს. კაცი, რომელიც ქვეყანას დააკლდება. ნათელი მის სულს. გაფრინდა ზეციურ სამყაროში მირქმას”, – წერს უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი.

ასევე იხილეთ