“ქალისკენ თუ არ გაგექცა თვალი, მკვდარი ხარ, მე მომწონს ეს პროცესი”

ჟანრი ლოლაშვილი: ,,მამაკაცის სასიცოცხლო ძალა არის ქალი. ცნობილი ქვეცნობიერი – ლიბიდო ყველაში დევს და დაფუძნებულია სექსზე. მამაკაცი გასცემს, ქალი იტოვებს, მამაკაცი უფრო ლირიულია, ქალი პრაქტიკული – ფიზიოლოგია და ანთროპოლოგია განსაზღვრავს ბევრ რამეს.

ურთიერთობის დაწყებისას ყველაფერს განაგებს სექსი, მერე მოდის მიჩვევა. ბოლოს კი სექსუალური სიყვარული გადადის ნამდვილ სიყვარულში. ხდება აწონ-დაწონა, განსჯა, შვილები, შვილიშვილები, ოჯახური სითბო, სიმყარე…

საერთოდ მამაკაცში თუ მოკვდა ქალის მოწონება, თუ თვალი არ გაგექცა ლამაზი ქალისკენ, მაშინ შენ, როგორც მამაკაცი, მკვდარი ხარ. მე დღემდე მომწონს ეს პროცესი, სიამოვნებით შევხედავ ლამაზ ქალს და ვხატავ მათ. ეს ყველაფერი სულ არ მიშლის ხელს, რომ ვიყო ერთგული მეუღლე და მიყვარდეს ჩემი მეორე ნახევარი.

 

 

ასევე იხილეთ