“გაბუნია უნდა მოეკლათ – გვარამიას კი წინასწარ უნდა მოემზადებინა მკვლელობის შემდეგ განსავითარებელი მოვლენების სცენარი?!”

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ახლა მთავარი შეკითხვაა, – რატომ იცოდა გვარამიამ გაბუნიას მკვლელობის მზადების შესახებ და რატომ არ უთხრა გაბუნიას?

იმიტომ ხომ არა, რომ
გაბუნია უნდა მოეკლათ, გვარამიას კი წინასწარ უნდა მოემზადებინა მკვლელობის შემდეგ განსავითარებელი მოვლენების სცენარი?!

გაიხსენეთ, როგორი მომზადებულები დახვდნენ გავრილოვს პარლამენტში: ბანერებით, დროშებით და სხვა რევოლუციური ატრიბუტიკით!

როგორ მოამზადეს ასე სწრაფად ეს ატრიბუტიკა?!

ასე ემზადებოდნენ გაბუნიას მკვლელობისთვისაც!

გვარამიას გარდა, კიდევ იქნება რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ დესტაბილიზაციას ამზადებდა!

ყველაფერი უნდა გაირკვეს და ყველა უნდა დაისაჯოს!

თქვენს ახლობელსა და მეგობარს მაინც როგორ წირავდით?!

თუ, ძალაუფლების კვლავ ხელში ჩასაგდებად ყველაფერი “მოსულა” – მათ შორის, მკვლელობაც დესტაბილიზაციის მოსაწყობად?!” – წერს ჟურნალისტი. 

ასევე იხილეთ