“ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ…სარკიდან ისეთი შეცვლილი სახე მიყურებს”

ტელეწამყვანი მაია ასათიანი, რომელიც კოვიდ-19-ს ებრძვის, მორიგ ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

მაია ასათიანი ფოტოს “ინსტაგრამზე” აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ასე ცუდად არასდროს ყოფილა:

“ასე ცუდად არასოდეს ვყოფილვარ…. ორი კვირაა უკვე, სარკეში რომ ვიხედები, ვერ ვცნობ იქიდან ისეთი შეცვლილი სახე მიყურებს, მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, თავს გაუფრთხილდით”, – ამბობს მაია ასათიანი.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ასევე იხილეთ