“აივი გახდა 6 თვის და მე მასთან ერთად გავხდი +6 თვის”

მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკოლოზ ნაყოფიას შვილი, პატარა აივი 6 თვისაა. აღსანიშნავ თარიღს ნანუკამ სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.

“20 აგვისტო დღეს 6 თვის გავხდით, უფრო სწორად აივი გახდა 6 თვის და მე მასთან ერთად გავხდი +6 თვის. ყოველი დღე ერთმანეთზე განსხვავებული და ბედნიერია, ყოველ დღე სხვადასხვანაირი ხდება ეს ლამაზი ადამიანი. აივი მართლაც ღვთის საჩუქარია რაც მისი სახელის მნიშვნელობაა. აივი მცენარე, რომელიც მარადიულია. მცენარეს და ბუნებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩემთვის ვცდილობდი ძალიან ახლოს ვყოფილიყავი ბუნებასთან, ბოლომდე შემეჭამა თვალებით და გონებით ის სიმწვანე რაც ჩემ გარშემო “მოვიწყე”. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ მისი სახელი გასაოცარი მცენარის სახეობასაც ატარებს, რომელიც როგორც უკვე ვთქვი მარადიულია და ბიბლიაშიც კია ნახსენები ეს მცენარე.

აივი – ნიკოლ ა ანბანის პირველი ასო და ყველაფრის საწყისი .

მადლობა ყველაფრისთვის, ყოველ წამს გიხდიდი მადლობას და დღემდე ასე გრძელდება”,-წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

ასევე იხილეთ