“აი, ძალიან დათრგუნული ვარ..ახლაღა მივხვდი, რომ ამ ჰოლანდიელმა ბიჭმა შეურაცხყო და წაბილწა ჩითის კაბა..”

ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი ისტორიას იხსენებს, რომელიც მას ნიდერლანდებში გადახდა.

“ერთხელ, ამსტერდამში, ზურგიდან ველოსიპედი დამეჯახა.
დამეჯახა რა, გვერდი გამკრა.

მოვტრიალდი გამწარებული, ხელი მეტკინა და შემრჩა მაღალი ბიჭი, წითელი პომადით, მწვანე საყურეებითა და გრძელი ჩითის კაბით. აი, ძალიან შეწუხებული, აღარ იცოდა, როგორ მოეხადა ბოდიში.

ახლაღა მივხვდი, რომ ამ ჰოლანდიელმა ბიჭმა შეურაცხყო და წაბილწა ჩითის კაბა, როგორც ქართველი ქალის ტრადიციული სამოსი.
და არამარტო ქართველი ქალის ტრადიციული სამოსი წაბილწა, არამედ ტკივილი მომაყენა მეც. ნამდვილ ქართველ ქალს.
აი, ძალიან დათრგუნული ვარ.

კულტურის სამინისტროს წერილმა, სვანური ცეკვის ჰოლანდიური დასის მიერ წაბილწვის შესახებ, გამახსენა ეს ამბავი და გავიაზრე, თურმე როგორი შეურაცხყოფა მომაყენა მაშინ იმ თავქარიანმა ველოსიპედისტმა”, – წერს თარხნიშვილი.

ასევე იხილეთ