“მორჩით ვირტუალურ ომობანას, დროშების და ნიფხვების შრიალს და წყნარად დაელოდეთ ჩინეთის და თურქეთის გადაწყვეტილებებს… მეთიუ ბრაიზა არა კვახი…”

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას ეხმაურება და აკრიტიკებს მას.

“შარახვეტია!
მიშას შნირი!
…და რა, ვთქვათ, შევახსენეთ… მერე ?!
ისე, აღარ ახსოვთ?… კონდოლიზას ხომ ახსოვს… მიშას ბრალიაო ხომ თქვა?!

ანუ, რა ვქნათ, წითელი ავუფრიალოთ გავეშებულებს?! და მერე ამერიკა იტყვის, რომ ომით ვერ იომებს, მაგრამ მხარდაჭერას გამოხატავს…
განაპოლსკის ვუსმინე დღეს. მიშას აპოლოგეტს. ძალიან ჭკვიანური რაღაც თქვა. -“ყველას გონია, რომ რუსეთმა გაიმარჯვა, მაგრამ რეალურად დამარცხდა. ყველას გონია რომ უკრაინა დამარცხდა, მაგრამ გაიმარჯვა”. რავარია?… ხომ ხეთქავს ქვას?!…

ისე, მე თუ მკითხავთ, მორჩით ვირტუალურ ომობანას, დროშების და ნიფხვების შრიალს და წყნარად დაელოდეთ ჩინეთის და თურქეთის გადაწყვეტილებებს…მეთიუ ბრაიზა არა კვახი…

ისე, ეს სი@ჯმანჯო აზერბაიჯანში იყო და, ხომ არ აჯობებს, ყარაბახზე გვითხრას ერთი სიტყვა… თუ მაგარი ბიჭია….
რავა ყველა ღინღლი საქართველოს ეტმასნება….”, – წერს ხათუნა ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა: „ძვირფასო საქართველო, ახლა არის შენი შანს შეახსენო მსოფლიოს რომ პუტინმა ზუსტად ისე დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში, როგორც 2008 წელს საქართველოში შემოიჭრის დროს და სამხრეთ ოსეთისა და აფაზეთის დამოუკიდებლობები აღიარა.“

ასევე იხილეთ