კონსტანტინე მელაძის ქალიშვილმა გადატანილ მძიმე ოპერაციაზე და ძმაზე ისაუბრა, რომელსაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს

კონსტანტინე მელაძის 17 წლის ქალიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა ოჯახურ ამბებზე, რომლებზეც მამამისი თითქმის არ საუბრობს. ლია თავადაც მამის კვალს გაჰყვა და შოუბიზნესში ცდის ძალებს – რამდენიმე შოუში გამოჩნდა, როგორც მომღერალი. ლიას თქმით, ძალიან იმოქმედა მასზე მშობლების დაშორებამ, თუმცა კიდევ უფრო მეტად იმოქმედა მასზე საკმაოდ რთულმა ოპერაციამ სიმსივნური წანაზარდის მოსაშორებლად. ოთხი წელი უჭირდა სიარული, ტკივილების გამო და გვერდულად დადიოდა, რომ მტკივან ფეხზე დატვირთვა შეემცირებინა. ოპერაცია გერმანიაში გაუკეთეს მშობლებმა, თუმცა მაშინ ეს პრესაში არ გაჟღერებულა.

“დიაგნოზს მიმალავდნენ და მხოლოდ ოპერაციის შემდეგ მითხრეს, რომ

სიმსივნე ამომაჭრეს, თუმცა კეთილთვისებიანი იყო…” – ამბობს ლია. 

გოგონას თქმით, მშობლები გვერდში ედგნენ და ზრუნავდნენ მასზე, სითბოსა და სიყვარულს არ აკლებდნენ. ამბობს, რომ ეს განწყობა მათ ოჯახს ყოველთვის გამოარჩევდა. მოსიყვარულე გარემო განსაკუთრებით აუცილებელია მისი უმცროი ძმისთვის. ვალერი უკვე 16 წლისაა და აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. მშობლებმა უცებ ვერ შენიშნეს უჩვეულო ვერაფერი. დაახლოებით 2 წლამდე ნორმალურად იყო ყველაფერი, მხიარული და ცნობისმოყვარე ბიჭი იყო. “იყო პატარა უცნაურობები, თუმცა ამას მის ხასიათს მივაწერდით, – ყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში კონსტანტინის ყოფილი ცოლი იანა სუმი, – კონსტანტინი რომ მოდიოდა სამსახურიდან, ბავშვები მის შესახვედრად გარბოდნენ და მორიგეობით აიყვანდა ხოლმე ხელში. ვალერა სულ იმეორებდა: “შემდეგი ვალერაა, შემდეგი ვალერაა…”

მერე კი დედამ შენიშნა, რომ ბავშვი ხშირად იმეორებდა გარკვეულ ფრაზებს და ექიმმა დიაგნოზი დასვა. როგორც კი შვილის დიაგნოზი შეიტყო, იანამ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების დასახმარებელი ცენტრი დააარსა, რომ თავის და სხვა ბავშვებს დაეხმაროს. 

“ხანდახან ეს დიდი ტრავმაა, რაღაც მომენტში კი – ბედნიერება. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს, ძალიან კარგი ბიჭია, კეთილი, ემოციური. გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია ძიძები დავიქირავოთ, გავხსნათ ცენტრი და ვალერას ჰქონდეს ყველაფერი განვითარებისთვის”, – ამბობს ლია.

კონსტანტინი, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ოჯახი აქვს, ზრუნავს შვილზე და მუდმივი კავშირი აქვს ყოფილ ცოლთან. თუმცა იანა ამბობს, რომ ახლა მისი მეორე ქმარი უფრო ეხმარება, რომელმაც ვალერა ღვიძლი შვილივით მიიღო.

ასევე იხილეთ