“რომ არ ვიცოდე როგორი გამყიდველი ხარ, შეიძლება დამეჯერებინა, რომ სამშობლოსათვის იხრჩობი!” – თინა კანდელაკს ყოფილი მეგობრები დაუპირისპირდნენ

რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ჟურ­ნა­ლისტს და კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბულ პირს თინა კან­დე­ლაკს, სა­ჯა­როდ უკვე ყო­ფი­ლი მე­გობ­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ქსე­ნია სობ­ჩა­კი და ნა­თე­ლა კრა­პი­ვი­ნა, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან არის და უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რი და რე­ჟი­სო­რია, კან­დე­ლა­კის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ სი­ტყვებ­საც არ იშუ­რე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 24 თე­ბერ­ვალს ომის და­წყე­ბის დღეს თინა კან­დე­ლაკ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი პა­თო­სით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ჟურ­ნა­ლის­ტი წერ­და:

“რო­დე­საც ხე­დავთ პოსტს სოცქსე­ლებ­ში სი­ტყვე­ბით: “სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­გორ მრცხვე­ნია რუ­სე­თის გამო და მე­ცო­დე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი”, იქვე მო­ძებ­ნე ამ სი­მარ­თლის მოყ­ვა­რუ­ლებ­თან, თუ წე­რენ დონ­ბას­ში, ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებ­ზე, თუ იქ არას­წო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ?”… – ეს მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტი გახ­ლავთ კან­დე­ლა­კის პუ­ტი­ნის­ტუ­რი სტა­ტუ­სი­დან.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კან­დე­ლა­კი ეცა­და, რომ თა­ვი­სი პო­ზი­ცია სხვა მხრივ და­ე­ნა­ხე­ბი­ნა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ მე­ო­რედ და­წე­რილ პოსტზე, ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და, ყო­ფილ­მა მე­გობ­რებ­მაც გა­აკ­რი­ტი­კეს.
ნა­თე­ლა კრა­პი­ვი­ნამ კან­დე­ლაკს მის­წე­რა: “რომ არ ვი­ცო­დე რო­გო­რი გამ­ყიდ­ვე­ლი ხარ, შე­იძ­ლე­ბა და­მე­ჯე­რე­ბი­ნა რომ სამ­შობ­ლო­სათ­ვის იხ­რჩო­ბი! მაგ­რამ შენ არც სამ­შობ­ლო გაქვს, არც ოჯა­ხი, არც სიყ­ვა­რუ­ლი! დაე, შენ­მა შვი­ლებ­მა არა­სო­დეს ნა­ხონ თავს ზე­მოთ აფეთ­ქე­ბუ­ლი ჭურ­ვე­ბი! გული მე­რე­ვა შენ­ზე!“

ნა­თე­ლა კრა­პი­ვი­ნას მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და ქსე­ნია სობ­ჩაკ­მაც და თინა კან­დე­ლა­კის მი­სა­მარ­თით და­წე­რა: “უბ­რა­ლოდ, და­ი­მახ­სოვ­რეთ, რო­გორ იხ­დის სა­ფა­სურს კან­დე­ლა­კი ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის…“

თინა კან­დე­ლა­კი ახ­ლა­ხან “Газпром-медиа”-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. ის ასე­ვე კომ­პა­ნია “აპოს­ტო­ლის“ პარტნი­ო­რი და თა­ნამ­ფლო­ბე­ლია. 2010 წლი­დან ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსელ “თი­ნა­თი­ნის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ის სხვა­დას­ხვა ბრენ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. აქვს სა­კუ­თა­რი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ბრენ­დი. სხვა­თა შო­რის, თინა კან­დე­ლაკს სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქვს ბიზ­ნე­სი, მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია მა­ღა­ზია “დი­ო­რი…“

ნა­თე­ლა კრა­პი­ვი­ნამ თა­ვის მი­მარ­თვა­ში დაგ­მო არა მარ­ტო თინა კან­დე­ლა­კი, მან ასე­ვე ინ­სტაგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­მარ­თა ნი­კო­ლაი ბას­კოვს, რო­მე­ლიც ლატ­ვი­ამ შავ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა უკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

“კო­ლია, მა­გა­რი ბიჭი ხარ! კე­თი­ლი, გუ­ლუხ­ვი, ადა­მი­ა­ნუ­რი! რა­ტომ ხარ ომში?..“

ასევე იხილეთ