“პრემიერის მიმართ წამოსული კრიტიკა არის უსაფუძვლო და მხოლოდ დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის ნაწილია”

გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ვფიქრობ პრემიერის პოზიცია, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის მიმართ ძალიან მკაფიო და სოლიდარულია. მთავრობამ უზრუნველყო 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა უკრაინაში, ასევე ყველა გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილი გმობს უკრაინაში მიმდინარე, სამხედრო მოქმედებს და რომ ის არ შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. ირაკლი ღარიბაშვილი არის საქართველოს პრემიერ მინისტრი და მავანნი ამა ქვეყნისა რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულად ნაცების მხარეს, მოითხოვენ, რომ პრემიერმა ისაუბროს ისე როგორ ისაუბრებდა უკრაინის პირველი პირი. ამიტომ ვფიქრობ, პრემიერის მიმართ წამოსული კრიტიკა არის უსაფუძვლო და მხოლოდ დესტრუქციული ძალების დღის წესრიგი და ნაწილი.”

ასევე იხილეთ