“თითქმის ორი იმდენი დაადო მოსწავლეების უმეტესობამ, რომ გაიგეს, რატომაც ვითხოვდი ამას”

პოლიტიკოს კობა დავითაშვილის ვაჟი, თორნიკე დავითაშვილი სოციალურ ქსელში 500 ლარის გადარიცხვის სქრინს აქვეყნებს და წერს:

ახლა რატომ ვდებ ამას.
1. დიახ, ახალგაზრდებსაც გვაქვს ბევრის ტრ**ი.
2. როგორც მოგეხსენებათ, მყავს ცოტა მოსწავლე, ნუ თავისუფალ დროსაც სხვებისთვის განათლების მიცემას ვახარჯავ. ამ თვეში დაჩქარებული წესით ვთხოვე ყველა ჩემს მოსწავლეს თანხის ჩარიცხვა, ზოგადად არ არის ეს თემა (ფული) ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველას ვთხოვე, მალე ჩაერიცხათ, რომ ხელფასის ნახევარი უკრაინისთვის გადამერიცხა. იცით, რა ოქრო ხალხი ვართ? ზემოდან თითქმის ორი იმდენი დაადო მოსწავლეების უმეტესობამ, რომ გაიგეს, რატომაც ვითხოვდი ამას. ჰოდა ასე ერთობლივად გავუგზავნეთ ფული უკრაინას. დიდი მადლობა თქვენ ადამიანობისთვის და იმისთვის, რომ თქვენი ადამიანობა ფულზე არ გადის”.

ასევე იხილეთ