გიორგი გამსახურდიამ შვილს იმ ქალის სახელი დაარქვა, ვინც გროზნოში დედობა გაუწია

გიორგი გამსახურდიას და ანა აბულაძეს გოგონა 6 მარტს 2 თვის გახდება.

პირველი პრეზიდენტის შვილიშვილს, იმ ჩეჩენი ქალის სახელი ჰქვია, ვინც გიორგის გროზნოში დედობას უწევდა.

გიორგიმ შვილს ხედა დაარქვა.

გიორგი გამსახურდიას შვილზე სოციალურ ქსელში თინათინ მღვდლიაშვილმა დაწერა.

„სასიხარულო ამბავი!🌷 ამ ურთულეს დღეებში, ამ ქარბუქში, სასიხარულო ამბავი მინდა გამცნოთ.

პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, გიორგი გამსახურდიას და ანი აბულაძის შვილი,
მზე-გოგო, ხედა გამსახურდია!
ქართველებო, მივულოცოთ გიორგის და ანის ეს დიდი სიხარული და ბედნიერება.

პაწია გოგონას სახელმა არ გაგაკვირვოთ, ამ სახელს თავისი ლამაზი ისტორია აქვს🌷

ჩვენი პრინცესა 6 მარტს 2 თვის გახდება. გილოცავთ, გამსახურდიებო! გამრავლდით, იხარეთ, ჩემო ძვირფასებო! თქვენ ამას იმსახურებთ!
ვიცი, რომ სახელმა გაგაკვირვათ. გიორგიმ იმ ჩეჩენი ქალბატონის სახელი დაარქვა, პაწია გოგოს, ვინც დედობას უწევდა გროზნოში, ანუ დედობილის სახელი.
ასე მოევლინა სამყაროს ხედა გამსახურდია.“. – წერს თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ