“ნანუკამ ჩვენზე დაწერა და გვწყევლეს! ბოდიში მაინც მოიხადეთ, ბოდიში!”

პროდიუსერი ლაშა ბასლანძე ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის სქრინს აქვეყნებს, სადაც ის მადლობას უხდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და წერს:
,,ახლა გახდა ქალბატონი პრეზიდენტი და ახლა უხდიან მადლობებს… ქუთაისში წარდგენა რომ იყო პრეზიდენტის, ჩემი სალო [ცოლი, მომღერალი სალომე ბაკურაძე] ეჯდა გვერდით და იმდენი გვწყევლეს და გვაგინეს, რომ იმის მერე ვერ მოიხოდა გოგო… აი, ნანუკამ საერთოდ, ჩემს გადაცემაში ვერასოდეს სტუმრად ვერ მოვლენო და იმ პოსტზე ცალკე გვწყევლეს და გვაგინეს… სულ რუსები გვეძახეს და თვითონ რუსული პასპორტით ტიპს ირჩევდნენ. აი, ეს ხალხი არიან დღეს, ვინც მორალს გვიკითხავენ. ამათი არც სიტყვა ფასობს, არც ლანძღვა, არც გინება და არც სიყვარული.
ფუჩეჩები ხართ ყველა, ვინც გუშინ ადამიანს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას აყენებდით და დღეს ვითომც არაფერი,  ისე იქცევით. ზუსტად ამიტომაც თქვენ ამ ქვეყანაში ვერაფერს ვერაფერს გადაწყვიტავთ! თქვენი გადაწყვეტილებებიც ზუსტად ისეთი იქნება, როგორებიც ხართ და აღარ აქვს ამ ქვეყანას ტრა**ის თამაშის თავი!
P.s. ბოდიში მაინც მოიხადეთ ჯერ, ბოდიიშიიი! ზუსტად ასე სათითაოდ ყველას მოუბრუნდებით და მადლობას მოუხდით მალე!”.
ასევე იხილეთ