ამერიკაში გაგა ლაბაძე გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკაში 32 წლის გაგა ლაბაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი წერს:

,,3 მარტს ამერიკაში გარდაიცვალა 32 წლის გაგა ლაბაძე. გაგა სულ რამდენიმე თვის ჩამოსული იყო ამერიკაში, მუშაობდა სატვირთოზე და გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში. დარჩა მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი საქართველოში. გადასვენებას უზრუნველყოფს საქართველოს საკონსულო. გთხოვთ, დავეხმაროთ ოჯახს ფინანსურად, ვისაც რა შეგვიძლია. Zelle-თი შეგიძლიათ გადარიცხვა ოჯახის ახლობლის (და ჩემთვის სანდო ადამიანის)  ნომერზე.  Zelle 917-755-7562 თიკო ტყეშელაშვილი. უფალმა დაუმკვიდროს გაგას ცათა სასუფეველი”.

ასევე იხილეთ