“ჩემს თავს რომ არ ხდებოდეს, მეც არ დავიჯერებდი…”

ქეთა ბაღაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

ჩემს თავს რომ არ ხდებოდეს, მეც არ დავიჯერებდი, მაგრამ შრი ლანკაში ამბები ისე დალაგდა და ისეთ ადამიანებში მოვხვდი, რომ ბოლო რამდენიმე დღეა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებიდან ბუტიკ ჰოტელებში და მერე ისევ პირიქით დამატარებენ უფასოდ. აკონტროლებენ ყველა ჩემს ამოსუნთქვას, სადმე შფოთი არ ამომყვეს შემთხვევით. ვოცაპში 5 სხვადასხვა სასტუმროს მენჯერი მყავს, სადაც მომდევნო დღეეებს გავატარებ და რომლებიც დეტალურად წინასწარ ათანხმებენ ჩემი საჭმლის პრეფერენციებს. გუშინდელიდან აქაური ტურიზმის მინისტრის მოადგილე მყავს ვოცაპში ხაზზე და პირადად ზრუნავს, რომ სანამ აქ ვარ, საუკეთესოდ გავატარო დრო მოკლედ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ შენს თავს დააჯერებ, რომ გეკუთვნის.
Go Solo”

ასევე იხილეთ