“მე ვარ ქვრივი…” – რას ჰყვება დედა, რომელმაც 11 წლის შვილი მარტო გაუშვა საზღვრის გადასაკვეთად

სლოვაკეთის საზღვართან მარტო მისული 11 წლის უკრაინელი ბიჭის დედა ცოცხალია. იულია პისეცკაიამ ინტერვიუ მისცა უცხოურ მედიას, სადაც ამბობს, რომ ატომურ სადგურზე ხანძრის დროს ძალიან შეეშინდა, შვილი მატარებელში ჩასვა და სლოვაკეთში გაამგზავრა ნათესავებთან.

მე ვარ იულია ვისეცკაია ზაპოროჟიედან. მე ვარ ქვრივი და მყავს შვილები. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის მთავრობას ჩემს შვილზე ზრუნვისთვის. ისინი დაეხმარნენ ჩემს შვილს, მარტო გადაეკვეთა საზღვარი. ჩემი შვილი 11 წლის არის და მატარებლით წავიდა სლოვაკეთის საზღვრამდე, სადაც მას მესაზღვრეები დახვდნენ და დაეხმარნენ. მასზე იზრუნეს, დააპურეს და ბრატისლავაში მიიყვანეს. მადლობელი ვარ, რომ შვილი გადამირჩინეთ”. – ამბობს ქალი.

უკრიანელმა ბიჭმა 600 მილი მარტომ გაიარა. მას ხელზე მხოლოდ ტელეფონის ნომერი ეწერა. სლოვაკეთში მასზე იზრუნეს, ახლა ის თავს კარგად გრძნობს.

ასევე იხილეთ