„ღმერთმა არ ქნას, რისიც გეშინიათ, თორემ დაგრჩებათ ეგ მარაგიც გამოუყენებელი…“

დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ სუპერმარკეტში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორი რიგია პროდუქტებზე და წერს:

„რა წიწიბურა, რის ფქვილი, რის ზეთი, დაწყნარდით, სირცხვილია. ღმერთმა არ ქნას, რისიც გეშინიათ, თორემ დაგრჩებათ ეგ მარაგიც გამოუყენებელი. დაწყნარდით…

P:S საკვები პროდუქტების მარაგებთან დაკავშირებით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს – ამ განცხადებას, ბიზნესის წარმომადგენლები აკეთებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, მხოლოდ იმ რაოდენობის პროდუქტი შეიძინონ, რაც სჭირდებათ, ვინაიდან ჭარბი პროდუქტის შეძენამ შესაძლოა ფასების ზრდა გამოიწვიოს“.

ასევე იხილეთ