“ჩემს მეუღლეს ძალიან უნდა ომში წასვლა, ჩაეწერა უკრაინის ომში წამსვლელთა სიაში”

მომღერალმა თიკა მახალდიანმა ჟურნალ “სარკესთან” თავის მეუღლესთან დაკავსირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უკვე ჩაეწერა უკრაინის ომში წამსვლელთა სიაში.

ასევე აღნიშნა ისიც, რომ უნდა უკრაინას დაეხმაროს თვითონაც და უნდა უკრაინელი ობოლი ბავშვი იშვილოს, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს ვერ ხერხდება, რადგან უკრაინის კანონმდებლობით სხვა ქვეყნის მოქალაქეზე ბავშვის გაშვილება არც ისე მარტივია.

“ჩემს მეუღლეს ძალიან უნდა ომში წასვლა და, როგორც ყოფილმა პოლიციელმა, გააკეთა განაცხადი, ჩაეწერა უკრაინის ომში დასახმარებლად წამსვლელთა სიაში. თან მინდა, წავიდეს და თავისი ვაჟკაცური სულისკვეთება გამოხატოს, თან მეშინია. ჩემზე არ არის დამოკიდებული, თვითონ იმდენად უნდა, რომ არ აქვს აზრი შეწინააღმდეგებას…”

ასევე იხილეთ