“ზოლიანი ხალათი ჩააცვით, ამ მოღალატეს, თანაც უკუღმა!”

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ხალხო, ლევანა ისევ გაგიჟებულა, დასაბმელი გამხდარა, თურმე ნაკერავზე იხევა.
ჰო, ადრეც გიჟი იყო, მაგრამ ეხლა ძაან მოსვლია, თან ცერად ფსამსო.
ავი ენები იძახიან, თამაშობსო, ქვეყნის ბედი კი არ აწუხებს, სინამდვილეში როლი აქ ეგეთი, უნდა გასკდეს, უნდა გაიხას, რათა მისი გამოსვლა ზეშთამბეჭდავი აღმოჩნდეს უპირველესად უკრაინელებისთვისო. თანაც უნდა, რო მიშამ შეაქოსო.

ერთი მაგისიც, გაიხას, მე რა მენაღვლება?
ჰოოო… ერთი მაგისიც!!!
😆
თურმე ოპოზიცია აღშფოთებულა (აბა, ოპოზიცია?), თბილისის მერიამ რუსულ კომპანია ,,მეტრო ვაგონ-მაშთან” 44 ვაგონის შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა, 170 მილიონი უნდა გადაიხადოს, ამ ფულით ისინი ტანკებს დაამზადებენ და უკრაინაში შეცვივდებიანო.
🤓
ქვეყნის მოღალატეებმა სიმართლე იციან, მაგრამ სიტუაცია თავიანთებურად მოატრიალეს. ვითომ მოატრიალეს.
თბილისის მეტროს ვაგონების შესასყიდად დაფინანსება გამოყოფილია ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ!
ყველა სატენდერო ეტაპი წარიმართა EBRD-ის მიერ!
ტენდერის ტექნიკური პირობები დადგენილი იყო EBRD-ის მიერ!
გამარჯვებული გამოვლინდა EBRD-ის მიერ!
😎
ტენდერი გამოცხადდა 2020 წლის თებერვალში. გამარჯვებული გამოვლინდა 2021 წლის დეკემბერში!
მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია არ არის სანქცირებულთა სიაში, EBRD-ის გადაწყვეტილებით, კონტრაქტი გაუქმდება.
თბილისის მუნიციპალიტეტს ტენდერის არც ერთ ეტაპში მონაწილეობა არ მიუღია!
🤓
ზოლიანი ხალათი ჩააცვით, ამ მოღალატეს, თანაც უკუღმა!”

ასევე იხილეთ