“ის ჩემი მეგობარი ნანა ჩაბრავაა, ამისთანა ხალხზე დგას ეს ჩვენი მადლიანი ქვეყანა!”

გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“შუაში რომ მზესავით გოგოა ის ჩემი მეგობარი ნანა ჩაბრავაა, უკრაინაში საქართველოს საელჩოში მუშაობს და დღედაღამეს ასწორებს რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ომს, ცეცხლს და გარდაუვალ გაუბედურებას გამოარიდოს! ამისთანა ხალხზე დგას ეს ჩვენი მადლიანი ქვეყანა! ესაა გმირობა და თავდადება! მადლობა მთელს ქართულ დიპლომატიურ კორპუსს და პირადად ელჩს, მადლობა იმისათვის რასაც ასე თავდაუზოგავად აკეთებთ❤❤❤ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia

ასევე იხილეთ