“საბუთების გაყალბებაზე რატომ დაიჭირეთ და არა მკვლელობაზეო!”

დეპუტატი დიტო სამხარაძე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს და სპეცრაზმს პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ობიექტური სიმართლის თქმისკენ მოუწოდებს.

„პირველად და უკანასკნელად, დღევანდელი დღე, დავუთმე ნაცებიშმაცების განცხადებების მოსმენას, სხვადასხვა ტელევიზიებში, მათ შორის საპარიკმახერო მედია საშუალებებშიც️

ძალიან რთული აღმოჩნდა ამათი ბჟუტურის შეჯამება

შალახო?

ჩამოყალიბდით თუ შეიძლება

მაგრამ მესმის თქვენი, რა თქმა უნდა გაწყობდათ რომ იმ ჩეჩენს ვინმე მოეკლა და თავს იმიტომ ესხმით სპეც სამსახურებს

რაც არ უნდა იბოდიალოთ, ფაქტია და ფაქტად დარჩება რომ სუსმა პროფესიონალურად იმოქმედა❗️

ნახეთ ტიპები რას ამბობენ?

საბუთების გაყალბებაზე რატომ დაიჭირეთ და არა მკვლელობაზეო! ანუ მოგეცადათ რომ ვინმე მოეკლა და დაგეჭირათ მკვლელიო, ნორმალურები ხართ? არა.

მე კი ძალიან დიდი სიამოვნებით ვუხდი მადლობას ქართულ სპეცსამსახურებს! მადლობა, რომ ემსახურებით საქართველოს და ზრუნავთ ჩვენს სამშობლოში მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრებისათვის

ნაც-შმაც-31 კაციანებო და 12+3 %-იანებო, ხშირად გაგიხეთქავთ გულებს საქართველოს წარმატებით“- წერს დიტო სამხარაძე.

ასევე იხილეთ