“კაცები არ უნდა გააკარო პოლიტიკას… ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, რადგან სიცოცხლის ფასი იცის!!!”

მოცეკვავე, თეა დარჩია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

მე როგორც მივხვდი, კაცები საერთოდ არ უნდა გააკარო პოლიტიკას და მითუმეტეს სახელმწიფოს მართვას, რადგან ბავშვობაში ომობანას თამაშს, ზრდასრულობაშიც აგრძელებენ და ამით იმყარებენ პირად ეგოისტურ ამბიციებს!!! ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, რადგან სიცოცხლის ფასი იცის!!! ვიცი, ყველაფერთან ერთად ფემინისტობასაც დამაბრალებთ, მაგრამ არაუშავს, მიჩვეული ვარ …. პოლიტიკაში ქალები უნდა იყვნენ და სასურველია დედები, რომ სხვისი შვილების ჟლეტა აზრადაც არ მოუვიდეთ, რადგან იციან რა სიმწარეა ბავშვის გაჩენა და გაზრდა, ქალებმა ზუსტად იციან რამხელა ძალისხმევა და თავგანწირვა სჭირდება ადამიანის ადამიანად გაზრდას და მის ფეხზე დაყენებას!!! ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, არასოდეს!!!! ქალი ბავშვობაშიც დედაშვილობანას თამაშობს თოჯინებით, ის ბავშვობაშიც აშენებს, ხან ოჯახს და ხან ცხოვრებას!!!! აშენებს და არა ანგრევს, აჩენს და არა კლავს და ანგრევს!!!რატომ გამოეცხადა მკვდერეთით ამღზდგარი იესო პირველად ქალს? რადგან იცოდა , რომ კაცს გულისხმიერება არ ეყოფოდა იმის დასაჯერებლად, რომ სამი დღის გარდაცვლილი იესო დაენახა და ეცნო, რატომ გამოგვოგზავნა პატარა 14 წლის წმინდა ნინო ღვთისმშობელმა საქართველოში მართლმადიდებლობის საქადაგებლად? რადგან იცოდა, რომ ქართველი მხოლოდ სუფთა პატარა გოგოსას , თუ ირწმუნებდა და ისიც დედოფლის დახმარებით, რატოა ყველა უმთავრესი ქართული სიტყვის ფუძე დედა , იმიტომ რომ ქალი და მითუმეტეს დედა არის ის რაც ყველაზე და ყველაფერზე ახლო დგას სიმართლესთან, სიკეთესთან , კეთილგონიერებასა და ჭეშმარიტებასთან!!!! აბა მეცით ეხლა და გამბრდღვენით….”, – წერს დარჩია.

ასევე იხილეთ