რატომ არ დააპატიმრეს მრავალი წლით და რატომ გამოუშვეს?

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელსი წერს:
ხალხს უკვირს, რატომ არ დააპატიმრეს მრავალი წლით და რატომ გამოუშვეს 30-ათასრუბლიანი ჯარიმით რუსეთის პირველი არხის რედაქტორი მარია ოვსიანიკოვა.
აი, რატომ:
რედაქტორს არ დაურღვევია ახლახან მიღებული კანონი, რადგან:
🔵 არ უხსენებია რუსეთი!
🔵 არ უხსენებია უკრაინა!
🔵 არ უხსენებია რუსეთის შეიარაღებული ძალები!
🔵 მოწოდების ადრესატი ზოგადია!
პლაკატზე წერია:
🔴 არა – ომს (სად?)
🔴 შეაჩერეთ ომი (სად?)
🔴 არ დაუჯეროთ პროპაგანდას (ვის?)
🔴 თქვენ აქ გატყუებენ (გასაგებია, სადაც!)
🔴 რუსები ომის წინააღმდეგ (სად?)
დააკვირდით:
რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს!
შესაბამისად, კრემლის პროპაგანდის მიხედვით, რუსეთი ომის წინააღმდეგია და ამიტომ ატარებს სპეციალურ ოპერაციას!
თუკი “ვრემიას” რედაქტორს პლაკატის ბოლო სტრიქონისთვის (სადაც რუსები და ომი ერთად წერია) იმ ახალი კანონით გაასამართლებდნენ, მაშინ რუსეთის ხელისუფლება მოსამართლის გადაწყვეტილებით (რუსეთის ფედერაციის სახელით!) აღიარებდა, რომ უკრაინაში ომია და არა სპეციალური სამხედრო ოპერაცია!
არადა, კრემლის პროპაგანდით, სწორედ ისეა, როგორც პლაკატზე წერია: რუსები ომის წინააღმდეგი არიან! ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლება! ანუ პლაკატის ბოლო სტრიქონი რუსული პროპაგანდის ჩარჩოში ჯდება, – ომი არ უნდათ და მხოლოდ სპეცოპერაციას ატარებენ!
გასაგებად განვმარტე?!
აშკარად ძალიან ჭკვიანი გოგოა მარია! 😉
ასევე იხილეთ