“ცნობილი ქართველი მომღერალი უცხო ქვეყანაში, თავშესაფარში ცხოვრობს… ვერ შევძელით მისი დაბრუნება”

ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ინგა ფე­რა­ძე სა­ზღვარ­გა­რეთ, თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობს. რაზ­მა­ძე მომ­ღე­რალს იუ­ბი­ლეს ულო­ცავს, თუმ­ცა იქვე დას­ძენს, რომ ფე­რა­ძე მის მი­ლოც­ვას ვერ წა­ი­კი­თხავს, რად­გან არ აქვს ტე­ლე­ფო­ნი და ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა.

“დღეს ჩემი საყ­ვა­რე­ლი მე­გობ­რის, მომ­ღერ­ლის და ვარ­სკვლა­ვის ინგა ფე­რა­ძის და­ბა­დე­ბის დღეა. ის ამ მო­ლოც­ვას ვერ წა­ი­კი­თხავს, ვერც ამ ფო­ტო­ებს ნა­ხავს და ვერც თქვენს მო­წე­რილ სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე კო­მენ­ტა­რებს….

მას აღარც ტე­ლე­ფო­ნი აქვს,აღარც ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა და აღარც სახ­ლი… ინგა დღეს უცხო ქვე­ყა­ნა­ში თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობს. ვერ შევ­ძე­ლით მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა,რა­საც ასე გვთხოვ­და ყვე­ლას…

მა­ინც მი­ვუ­ლო­ცო­ით, ზუს­ტად ვიცი ის ამას იგ­რძნობს, რად­გან მა­საც ისე­ვე უყ­ვარ­ხართ ყვე­ლა­ნი, რო­გორც ქარ­თველ მსმე­ნელს უყ­ვარს ინგა” – წერს მაკა რაზ­მა­ძე.
ასევე იხილეთ