“თინა კანდელაკში დავინახე მშიშარა, დაჩიავებული დედაკაცი…უკვე დაეცი და ისე დაბლა ხარ, მიწიდან არ ჩანხარ”

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) წარმოშობით ქართული ფესვების მქონე რუს ჟურნალისტის რუსეთში გამოსვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

პირადად მე, თინა კანდელაკში დავინახე უსუსური, მხდალი, მშიშარა, დაპატარავებულ-დაჩიავებული დედაკაცი, რომელიც შიშობს, რამე არ შეეშალოს საკუთარი უფროსის წინაშე… სადაცაა დაკისრებული დავალების ჩაბარებას მოსთხოვენ და თავგამოდებული ცდილობს თავი გადაირჩინოს. იქნებ შეძლოს და ,,ოჯახის უფროსს” თავი მოაწონოს, თორემ ,,რაბინია” ქალები რიგში დგანან და მის ადგილს უფრო დიდი ,,რაბინია” დაიკავებს!..
მან თქვა, ,,არასდროს დავეცემოთო”…

ვწუხვარ, უკვე დაეცი და ისე დაბლა ხარ, მიწიდან არ ჩანხარ!..”, – წერს პეტრე კოლხი.

ასევე იხილეთ