“უკრაინაში სატანისტების ლიდერი კუკური ბარამიძე ჩავიდა..” – როგორც ეხმაურება დომენიკ მანგო რუსული ტელეარხის მიერ მისთვის მიძღვნილ სიუჟეტს

რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წასული ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო ხშირად აქვეყნებს პოსტებს იმ ვითარების შესახებ, რაც ახლა უკრაინაშია.

ამჯერად, დომენიკ მანგო რუსულ ტელეარხზე მასზე მომზადებული სიუჟეტის ამონარიდს უზიარებს საზოგადოებას.

როგორც ჩანს, კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ უკრაინაში ქართველი მოხალისეების ჩასვლა ისეთ სტილში გააშუქა, როგორიც მათ სჩვევიათ.

რუსული მედია ამბობს, რომ დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე საქართველოში სატანისტების ლიდერია, თავად მანგო კი წერს, რომ თუ რუსები ამგვარად აალაპარაკე, ე.ი. “რაღაცისთვის მიგიღწევია”.

“უკრაინაში სატანისტების ლიდერი კუკური ბარამიძე ჩავიდა” – ესენი თუ შენზე აალაპარაკე, ე.ი უკვე რაღაცას მიგიღწევია. ე.ი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადამიდგამს და რუსეთიც შემიწუხებია”, – წერს დომენიკ მანგო.

 

ასევე იხილეთ