“სიყვარულია ის, რის გამოც ცხოვრებას აზრი აქვს; ცხოვრებისფერია სიყვარული…“

ნინო კასრაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც ხშირად ჩანს როგორც ტელეეკრანებზე, ისე თეატრის სცენაზე. ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა, 1993 წელს კი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ამავე წლიდან, წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებოდა. მას არაერთ ცნობილ ფილმში, სერიალსა თუ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად, „ორფეოსის სიკვდილი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „ირინეს ბედნიერება“, „მაკბეტი“, „ჰამლეტი“ და სხვ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული

ამჯერად ნინო კასრაძესთან ინტერვიუ „ტვ პირველმა“ ჩაწერა. როგორც მსახიობმა განმარტა, მისი პრიორიტებები მუდმივად იცვლება, თუმცა გამორჩეულად უყვარს ინგმარ ბერგმანის ფილმი „ფანი და ალექსანდერი“, საყვარელი სპექტაკლის დასახელება კი უჭირს. ნინო კასრაძემ მაყურებელ გაუმხილა, რომ მისი დიდი ოცნებაა, შეძლოს, ნახოს, როგორი იქნება საქართველო 100 წლის შემდეგ, ხოლო ფრაზა: „ჩემზე ამბობენ…“ ასე დაასრულა: „დღეს ისეთი დროა, აღარ ვიცი, ვისზე რას ამბობენ…“ მან თქვა ისიც, რომ რაც უნდა გადაუხადონ, არის რაღაცები, რასაც არ გააკეთებს. „გადახდის გარეშეც ბევრ რამეს არ ვიკადრებ“ – ამბობს ის. ნინო კასრაძემ ოჯახზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი ტყუპისცალი საერთოდ არ ჰგავს. აღნიშნა, რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა მისი შვილები დაიბადნენ და ის ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარ მშობლებს სიბერე შეუმსუბუქოს. „რამდენჯერ მყვარებია?! ერთხელ… სიყვარულია ის, რის გამოც ცხოვრებას აზრი აქვს. ცხოვრებისფერია სიყვარული…“ ნინო კასრაძეს ჰყავს მეუღლე ლექსო თოფურია და ორი შვილი, სალომე და ლუკა. 

ასევე იხილეთ