“ყველა რუსი პუტინისტი და აგრესორი არაა…”

ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში რუსი ეროვნების ქალის მერ შექმნილ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება

“მესმის, რომ ყველანი ძალიან გამწარებული ვართ იმით, რასაც ფაშისტური რუსეთი უკრაინაში სჩადის, და რაც საქართველოსთვის დაუშავებია. ისიც მესმის, რომ მაღაზიიდან რუსის ქალის გაგდება უფრო იოლია, ვიდრე მუქსათვალიან, კასტეტიან ალტინფოელ „კონსერვატორთან“ დაპირისპირება. მაგრამ ზოგადად, აგრესია არაა გამოსავალი. სამოქალაქო პოზიციის მშვიდობიანად დაფიქსირება უფრო შეგვშვენის და იმის გათვალისწინება, რომ ყველა რუსი პუტინისტი და აგრესორი არაა. არც ყველა ქართველია, სამწუხაროდ პატრიოტი და ჩვენს სამშობლოს ყველაზე დიდი საფრთხე ზუსტად ასეთი რუსეთუმე ქართველებისგან ემუქრება“, – წერს დაჩი გრძელიშვილი.

ასევე იხილეთ