“გინახავთ სხვაგან უკანასკნელ გზაზე გამწარებული დედა შვილს ასე აცილებდეს? ეს საქართველოა…გმირებს ასეთი დედები ჰყავთ”

სოციალურ ქსელში უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის, დავით რატიანის დედის ემოციური ფოტო ვრცელდება.

კადრი მაშინაა გადაღებული, როცა დედა გმირ შვილს უკანასკნელ გზაზე აცილებდა.

სოციალურ ქსელში ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე წერს:

“გინახავთ სხვაგან უკანასკნელ გზაზე გამწარებული დედა შვილს ასე აცილებდეს?

ეს საქართველოა…ეს ქალბატონი დავით რატიანის დედაა.

დიდება საქართველოს

დიდება გმირებს” – წერს ეკა ხერხეულიძე.

აღნიშნულ ფოტოს აზიარებს ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და აღნიშნავს, რომ “გმირებს ასეთი დედები ჰყავთ”.

უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ქართველი მებრძოლები ტაძრებიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გამოასვენეს.

გია ბერიაშვილი თემქის, ხოლო დავით რატიანი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ასევე იხილეთ