აგუტინმა მოსკოვში კონცერტზე რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა

რუსმა მომღერალმა ლეონიდ აგუტინმა, თავისი პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით უკვე გამოთქვა, მან მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში გამოსვლისას რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მან აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს, ამიტომ აქტიური საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე უნდა შეწყდეს.

”ჩვენ შევძლებთ ადეკვატურად შევხედოთ ყველაფერს, რაც ახლა ხდება მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს გამოჩნდება. ახლა კი ყველა ნორმალურ ადამიანს სურს საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულება და მშვიდობა. რომ მშვიდობიანი ხალხი არ დაიტანჯოს. ჯერჯერობით კი ჩვენ რაც შეგვიძლია და რაც უნდა გავაკეთოთ, გავაკეთებთ“, – განაცხადა მომღერალმა.

 

 

ასევე იხილეთ