კესარია აბრამიძე პარტნიორისა და პირადი ურთიერთობების შესახებ

სკანდალური მოდელი კესარია აბრამიძე უკვე დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება მისი პირადი ცხოვრებით, თამამი ფოტოებითა თუ ვიდეოებით. კესარია ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ტელე თუ რადიოგადაცემას.

ამჯერად კესარია გიორგი გასვიანის გადაცემას, „სიცრუის დეტექტორს“ ესტუმრა და თავის ურთიერთობასა და იმ დათმობებზე ისაუბრა, რომლებზე წასვლასაც საყვარელი ადამიანის გამო არ აპირებს.

კესარიამ აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ საკუთარ თავზეა შეყვარებული და პირადი თავისუფლების დათმობას არავის გამო არ აპირებს.

„ჩემს თავზე ვარ შეყვარებული, ეს ცოტა ნარცისიზმი მჭირს. მის 

გამო არასდროს არაფერს დავთმობ. მინიმალურ დათმობებზე შემიძლია წავიდე, მაგრამ არიან ქალები, რომლებიც გაიჩენენ საყვარელ ადამიანს და რადიკალურად იცვლებიან. ნამდვილად არ ვაპირებ შევცვალო რაიმე კაცის გამო, რადგან მას ასეთი შევუყვარდი, ლომი, და არ ვეყვარები, თუ გავხდები ფისო. მე ვარ გიჟი, სექსუალური, უკომპლექსო და ეს მოსწონთ კაცებს. ეს რომ შევცვალო, საკუთარი თავი აღარ ვიქნები. არ ვთმობ არაფერს.“ – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ