“გვარამიას ცოტა აკლია ზოგადად. სრული ნაბიჭვარია ეგ, ავადმყოფია”

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურა ადეიშვილის სავარაუდო მონაწილეობით ჩანაწერს ეხმიანება, რომელსაც გამოცემა Obozervatel.com სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„უმძიმესი მოსასმენია რასაც სააკაშვილი ესაუბრება ამ ჩანაწერში ადეიშვილს თავისი საკუთარი ტელევიზიის, “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიაზე და თავისივე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე.

დიდი იმედი მაქვს, რომ სუსი გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს გაბუნიას დაგეგმილ მკვლელობასთან დაკავშირებით და გაირკვევა სინამდვილეში ვინ გეგმავდა მკვლელობას.

ნახეთ ამონარიდი ამ ჩანაწერიდან:

სააკაშვილი:
გვარამიას ცოტა აკლია ზოგადად. სრული ნაბიჭვარია არის ეგ, ავადმყოფია. ყველა ის ჩააფლავა თავიდან ბოლომდე.

სააკაშვილი:
ხო გაბუნია, რაღაც არასტაბილური ტიპია თან მშიშარა.

აი, ამის შემდეგ კიდევ დაეჯერება ან ამ არხს, ან “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც აქამდეც სრულიად გაკოტრებული იყო? ეხლა ჯობს დაიშალნენ სახლებში წავიდნენ, ნუ ვინც ოდნავ ნორმალური მაინც დარჩა მანდ.“ – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ასევე იხილეთ